Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა რუსეთი „აგრესორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა


უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს „აგრესორ სახელმწიფოდ“ აცხადებს. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნის საერთაშორისო სამართლით რუსეთის დასჯას. უკრაინის პარლამენტმა 27 იანვარს ასევე მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ გამოცხადებას. პარლამენტის გადაწყვეტილებით, უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს სამხედრო დახმარების გაზრდისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თხოვნით. საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა „გაუაზრებელი“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდა უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებებს.

XS
SM
MD
LG