Accessibility links

logo-print

მედვედევი პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს რუსეთის საკრედიტო რეიტინგის შემცირებას


რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი პოლიტიკით ნაკარნახევად მიიჩნევს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილებას რუსეთის საკრედიტო რეიტინგის „ნაგვის“ დონემდე შემცირების შესახებ. მედვედევმა ეს შეფასება გამოთქვა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც სარეიტინგო კომპანია ”სტანდარდ ენდ პურსმა” (Standard and Poors) “ნაგვის“ დონემდე შეამცირა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი - პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მედვედევის აზრით, „ეს რეიტინგები, რომლებზეც ბევრს ლაპარაკობენ, აშკარად, წმინდა წყლის პოლიტიკური ინსტრუმენტებია“. რუსულმა რუბლმა განვლილი წლის მანძილზე თავისი ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა დოლართან მიმართებით. 27 იანვარს კი მისი კურსი შედარებით სტაბილური იყო: ერთი დოლარი 67,7 რუბლი ღირდა. ექსპერტების განმარტებით, რუბლი მკვეთრად არ გაუფასურდა იმის გამო, რომ რუსეთის საკრედიტო რეიტინგის დაწევა მოულოდნელი არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG