Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში მსხვერპლი მოჰყვა სასტუმროზე ექსტრემისტების თავდასხმას


ლიბიიდან გავრცელებული ცნობებით, ექსტრემისტებმა, სულ ცოტა, რვა ადამიანი, მათ შორის ხუთი უცხოელი მოკლეს დედაქალაქ ტრიპოლის სასტუმროში, რომელშიც ბევრი უცხოელი ჩერდება ხოლმე. უშიშროების ძალებმა ალყა შემოარტყეს სასტუმროს მას შემდეგ, რაც შენობაში შეიჭრა, სულ ცოტა, სამი შეიარაღებული პირი და ფოიეში სროლა დაიწყო. სასტუმროსთან კი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. ლიბიის უშიშროების ძალების ცნობით, თავდამსხმელემა თავი აიფეთქეს მას შემდეგ, რაც ისინი სასტუმროს ერთ-ერთ ზედა სართულზე ალყაში მოაქციეს. სავარაუდოდ, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იუწყებიან სოციალურ ქსელ „ტვიტერით“, რომ თავდასხმა მათმა ორგანიზაციამ განახორციელა. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ადასტურებენ ამ განცხადების სისწორეს.

XS
SM
MD
LG