Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ და ლიტვამ გააფორმეს შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ


საქართველომ და ლიტვამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა 27 იანვარს თბილისში, სადაც ჩატარდა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი. ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა, რომელიც 26-27 იანვარს სტუმრობდა საქართველოს, ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისში ჩავიდა ბიზნესთანამშრომლობის მხარდასაჭერად და სტიმულირებისათის. მისივე თქმით, ლიტვის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა ევროკავშირში. როგორც ბუტკევიჩუსმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საქართველომ და ლიტვამ მოახერხეს ჩაეყარათ ძალიან მყარი საფუძველი ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობისათვის. საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მისი განცხადებით, საქართველოსა და ლიტვას შორის ვაჭრობის ბრუნვა გასულ წელს 30 პროცენტით გაიზარდა. ღარიბაშვილმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის მოახლოებასთან დაკავშირებით,საქართველოსათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობას. სამიტი მაისში რიგაში გაიმართება.

XS
SM
MD
LG