Accessibility links

logo-print

ბაქოში სასამართლომ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა


აზერბაიჯანის სასამართლომ გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული და ჩვენს რადიოსთან თანამშრომლობდა. ახლა, ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისმაილოვა კვლავ ორი თვით იქნება საპატიმროში. მას ბრალად ედება რადიოსადგურის თანამშრომლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა. ისმაილოვა მის წინააღდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის. დეკემბრის ბოლოს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიურო პოლიციამ გაჩხრიკა და დალუქა. ბიუროს ათეულობით ჟურნალისტი და შტატგარეშე თანამშრომელი დაკითხეს მათ შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და აშშ-მა შეშფოთება გამოხატეს იქ ვითარების და აზერბაიჯანში სამოქალაქო თავისუფლების და მასმედიაზე ზეწოლის გამო.

XS
SM
MD
LG