Accessibility links

logo-print

ისლამური სახელმწიფო მძევლების დახოცვით იმუქრება


ექსტრემისტული დაჯგუფება, ისლამური სახელმწიფო იმუქრება, რომ დახოცავს იაპონელ და იორდანელ მძევლებს 24 საათის განმავლობაში. ჯიჰადური უებსაიტის გზით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანან იაპონელი ჟურნალისტის კენძი გოტოს და იორდანელი პილოტის მააზ ალ-კასასბეხის ფოტოები, ხოლო კადრს მიღმა ისმის, სავარაუდოდ, გოტოს ხმა, რომ მძევლებს სიკვდილი ემუქრებათ, თუ იორდანიის მთავრობა არ გაუშვებს ციხიდან ერაყელ მოქალაქეს, საჯიდა არ პიშავის, რომელიც ტერაქტის წარუმატებელი მცდელობისას დააკავეს. გოტო სირიაში აიყვანეს მძევლად 20 იანვარს მეორე იაპონელთან, მეწარმე იუკავასთან ერთად, რომელსაც თავი მოკვეთეს 24 იანვარს. ალ-კასასბეხი ნოემბერში ჩავარდა ტყვედ და პირველი მძევალია საერთაშორისო კოალიციის რიგებიდან, რომელიც საერთაშორისო ოპერაციას წარმართავს ისლამური სახელმწიფოს წინააღდეგ.

XS
SM
MD
LG