Accessibility links

logo-print

პრიშტინაში ათობით ადამიანი დაშავდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას


27 იანვარს კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ათობით ადამიანი დაშავდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ სერბი მინისტრის გადადგომას მის მიერ ეთნიკური ალბანელების შეურაცხყოფის გამო. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პრიშტინის ცენტრში, მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციის დასაშლელად, რომლის მონაწილეებიც ქვებს ისროდნენ. სულ ცოტა 80 ადამიანი, მათ შორის - 50 პოლიციელი დაშავდა დაპირისპირების შედეგად. პოლიციამ 150 პირი დააკავა. კოსოვოს შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ალექსანდრ იაბლანოვიჩმა „ველურები“ უწოდა ეთნიკური ალბანელების ჯგუფს, რომელმაც მართლმადიდებელთა შობის დღესასწაულზე სერბ მომლოცველებს ხელი შეუშალა კოსოვოს დასავლეთში მონასტრის მონახულებაში. ჯგუფის წევრები კი ამბობენ, რომ მომლოცველებს შორის „ომის დამნაშავეები“ იყვნენ. იაბლანოვიჩმა ბოდიში მოიხადა.

XS
SM
MD
LG