Accessibility links

logo-print

ებრაელთა ლიდერმა ანტისემიტიზმის ზრდაზე ილაპარაკა


მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის ლიდერმა განაცხადა, რომ ოსვენციმის გათავისუფლების 70-ე წლისთავზე ანტისემიტიზმი იზრდება. როლანდ ლაუდერმა ოსვენციმს გადარჩენილ ასობით ადამიანს და მსოფლიოს მთავრობების წარმომადგენლებს განუცხადა, ბევრი ფიქრობდა „ებრაელების მიმართ სიძულვილი აღმოიფხვრა“, მაგრამ „ებრაელთა ოჯახები კვლავ ტოვებენ ევროპას“ თავდასხმების შიშის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ათობით სხვა ქვეყნების მთავრობების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ ოსვენციმის გათავისუფლების 70-ე წლისთავისაა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

XS
SM
MD
LG