Accessibility links

logo-print

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო „მემორიალის“ დახურვის მოთხოვნა


რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო იუსტიციის სამინისტროს სარჩელი რუსეთში ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ დახურვის მოთხოვნით. მისი დახურვის მოთხოვნა ეფუძნებოდა „მემორიალის“ შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებს. მაგრამ მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ გადაწყვიტა, არ დააკმაყოფილოს იუსტიციის სამინისტროს სარჩელი. მთავრობის ოპონენტების შეფასებით, სარჩელის მიზანია, გააჩუმონ „მემორიალი“, რომელსაც რუსეთშიც და უცხოეთშიც დიდი ავტორიტეტი აქვს მოპოვებული 1989 წელს დაარსების შემდეგ ადამიანის უფლებების, თავისუფლების, სამართლიანობისათვის ბრძოლით და საბჭოთა პერიოდის დანაშაულების გამოაშკარავებით. სამართლის ექსპერტები და კრემლის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ რუსეთში გახმაურებულ საქმეებზე სასამართლო ხშირად იღებს გადაწყვეტილებას კრემლის მითითების შესაბამისად.

XS
SM
MD
LG