Accessibility links

ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინა ნეიტრალური უნდა დარჩეს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ისევ გააფრთხილა უკრაინა, ნუ შევა ნატოში. სერბიის გაზეთში დაბეჭდილ სტატიაში, რომელიც 28 იანვარს გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე, ლავროვი ამბობს, რომ უკრაინაში მორიგი რღვევის თავიდან ასაცილებლად,„ფუნდამენტური მნიშვნელობა“ აქვს ბლოკგარეშე ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებას. გასულ თვეში უკრაინამ გააუქმა კანონი, რომელშიც საუბარი იყო მის ნეიტრალიტეტზე და დაუშვებლად ცხადდებოდა რომელიმე სამხედრო ალიანსში უკრაინის გაწევრიანება. ეს კანონი 2010 წელს იქნა მიღებული, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას, რომელსაც ბოლო მოეღო შარშან თებერვალში საპროტესტო აქციების შედეგად. კიევი და ნატო მოსკოვს ადანაშაულებენ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერაში. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, ამ კონფლიქტმა 5000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ 5-6 წელიწადში უკრაინა მზად იქნება ნატოში გასაწევრიანებლად და, სავარაუდოდ, გაიმართება რეფერენდუმი ამ საკითხისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების გასარკვევად.

XS
SM
MD
LG