Accessibility links

logo-print

პაკისტანი ობამას აკრიტიკებს ინდოეთთან დადებული შეთანხმებების გამო


პაკისტანი აკრიტიკებს შეთანხმებებს, რომლებიც აშშ-მა და ინდოეთმა გააფორმეს დელიში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბოლო ვიზიტისას. ამ შეთანხმებებს შორის არის 25 იანვარს მიღწეული გარღვევა სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში. პაკისტანი ასევე ეწინააღმდეგება „ბირთვული ენერგიით მომმარაგებელთა“ ჯგუფში ინდოეთის გაწევრიანების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას, რადგან გეგმით, დელის არ მოუწევს ექსპორტისათვის დაწესებული ზოგი წესის შესრულება. პაკისტანსა და ინდოეთს ბირთვული იარაღი აქვთ, მაგრამ არც ერთი არ არის „ბირთვული ენერგიით მომმარაგებელთა ჯგუფის“ წევრი.

XS
SM
MD
LG