Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტში ამზადებენ განცხადებას დასავლეთ გერმანიის მიერ აღმოსავლეთ გერმანიის "ანექსიის" შესახებ


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა მხარი დაუჭირა კომუნისტი დეპუტატის, ნიკოლაი ივანოვის ინიციატივას, რომ ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირის კრიტიკაზე საპასუხოდ, დაიგმოს დასავლეთ გერმანიის მიერ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის „ანექსია“ 1990 წელს. ნარიშკინმა პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხების კომიტეტს დაავალა ამ შინაარსის განცხადების მომზადების მიზანშეწონილობის განხილვა. ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სვეტლანა ჟუროვმა უკვე გამოაცხადა, რომ კომიტეტი მზად არის ოპერატიულად განიხილოს ეს საკითხი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა 1990 წლის 3 ოქტომბერს შევიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში გერმანიის გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. ეს შეთანხმება 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, 1990 წლის აგვისტოში გააფორმა ორმა გერმანიამ.

XS
SM
MD
LG