Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 76 ექსტრემისტი დახოცეს საჰაერო დარტყმების შედეგად


პაკისტანი აცხადებს, რომ 76 ექსტრემისტი იქნა მოკლული ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში, სადაც ძლიერი პოზიციები აქვთ მეამბოხეებს. სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, ორი წყება საჰაერო იერიშები 27 იანვარს განხორციელდა ექსტრემისტების ექვსი სამალავის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ვაზირისტანში. ოფიციალური ინფორმაციით, მოკლულებს შორის არის რამდენიმე უცხოელიც, განადგურებულია იარაღის საცავი და შვიდი დანაღმული ავტომანქანა. პაკისტანის არმიამ შარშან ივნისში წამოიწყო შეტევითი ოპერაცია ჩრდილოეთ ვაზირისტანში, პაკისტანის თალიბანის და სხვა ექსტრემისტული გაერთიანებების წინააღმდეგ. ოპერაციის შედეგად, ცნობების თანახმად, დახოცეს 1800-ზე მეტი ექსტრემისტი. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ინფორმაციის სისწორეს.

XS
SM
MD
LG