Accessibility links

logo-print

ემზარ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს


ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა ემზარ კვიციანი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში. კვიციანის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, რომელიც მან პროცესის დაწყებამდე გააკეთა, დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის მიღწეული იყო საპროცესო შეთანხმება, რის შემდეგაც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. ემზარ კვიციანი გასული წლის თებერვალში დააკავეს, შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო გადატრიალების მზადების ბრალდებით. ის 2006 წლიდან იძებნებოდა და შარშან, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე იქნა დაკავებული. ემზარ კვიციანს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ, რასაც მოჰყვა დაცვის მხარის მიერ ვერდიქტის გასაჩივრება.

XS
SM
MD
LG