Accessibility links

logo-print

ბერუჩაშვილი ვაშინგტონში ვიზიტისას შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ვაშინგტონს ეწვია თავისი პირველი ვიზიტით, მინისტრად მუშაობის ნოემბერში დაწყების შემდეგ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერუჩაშვილი შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, აშშ-ის მთავრობის სხვა წევრებსა და კონგრესმენებს, აგრეთვე ესაუბრება ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს, როცა შეერთებულ შტატებში მისი ერთკვირიანი ვიზიტის დროს გაიმართება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა. 30 იანვარს დაგეგმილია ბერუჩაშვილის გამოსვლა „ატლანტიკური საბჭოს“ კონფერენციაზე. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ბერუჩაშვილის შეხვედრების დღის წესრიგში დგას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს დემოკრატიული განვითარება.

XS
SM
MD
LG