Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი მოჰყვა ლიბანის საზღვართან თავდასხმას


ისრაელი აცხადებს, რომ მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა არმიის პატრულზე თავდასხმისას ისრაელსა და ლიბანს შორის სადავო ტერიტორიაზე. ისრაელმა საპასუხოდ ათობით რაკეტა დაუშინა ლიბანს. ამასობაში, სამხრეთ ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალებმა გაავრცელეს ცნობა ერთი მშვიდობისდამცველის დაღუპვის შესახებ. ისრაელის არმია იუწყება, რომ, სულ ცოტა, ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა სამხედრო ავტომანქანისათვის ანტისატანკო ნაღმების დაშენის შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ლიბანში მოქმედი ექსტრემისტების ჯგუფმა „ჰიზბოლამ“. ამ ინციდენტის შემდეგ ცოტა ხანში ჭურვები დაუშინეს ისრაელის სამხედრო პოზიციებს ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე.

XS
SM
MD
LG