Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შესაძლოა დეკემბრამდე გააგრძელოს უკრაინის გამო დაწესებული სანქციები


ევროკავშირის განცხადების პროექტით, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება ათობით რუსისა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტისათვის დაწესებული სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს საბანკო აქტივების გაყინვას და ვიზებზე უარს. სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. განცხადების პროექტით, რომლის შესახებ ინფორმაციამაც გამოჟონა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 29 იანვრის შეხვედრის დაწყებამდე, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ევროკავშირის საბჭო თანხმდება სანქციების დეკემბრამდე გაგრძელებაზე. პროექტი ასევე შეიცავს მოწოდებას ევროკავშირის ლიდერებისადმი, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ დამატებით წინადადებები სანქციების სიისათვის.

XS
SM
MD
LG