Accessibility links

logo-print

შსს-ის გენინსპექციამ დაიწყო მოკვლევა გავრცელებულ ვიდეოებზე


შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სამინისტროს გენინსპექციამ დაიწყო მოკვლევა ბოლო დღეებში გავრცელებულ ვიდეოებზე, რომლებზეც ასახულია პატრულისა და მოქალაქის, ასევე პატრულისა და შსს-ს თანამშრომლის კადრები. „გენერალური ინსპექცია შეისწავლის, ჰქონდა თუ არა ადგილი პატრულის მხრიდან კანონდარღვევას, განხორციელდა თუ არა მოქალაქის მხრიდან სატელეფონო ზარები შს სამინისტროს თანამდებობის პირებთან. ინსპექცია ასევე შეისწავლის იმ ფაქტს, თუ საიდან მოხვდა აღნიშნული ვიდეოკადრები გარეშე პირებთან” - ვკითხულობთ განცხადებებში. ჩანაწერები ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ აყენებს მოქალაქე სიტყვიერ შეურაცხყოფას პატრულის თანამშრომელს და კადრების თანახმად, ის თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს უკავშირდება.

XS
SM
MD
LG