Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს წელი დალხენილი არ იქნება


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება. პრემიერმა ილაპარაკა ნეგატიური პროცესების შესახებ, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და მთავრობის წევრებს მეტი მობილიზებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს მიმართა, რომ ყოველი თვის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე წარმოადგინონ ანგარიში იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება ბიუჯეტი. პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ თუ რომელიმე უწყება არგუმენტების გარეშე ვერ მოახდენს ბიუჯეტის ათვისებას ეს თანხა მიმართული იქნას სარეზერვო ფონდში და გამოიყენონ სხვა უწყებებისთვის და სხვა მიმართულებით მიზნობრივად.

XS
SM
MD
LG