Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-მ რუსეთს კვლავ ჩამოართვა ხმის მიცემის უფლება


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთისთვის კენჭისყრაში ხმის მიცემის უფლების და ასამბლეის მმართველ ორგანოებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ, 2015 წლის აპრილამდე. გადაწყვეტილების გამოცხადებისას 28 იანვარს ასამბლეამ დაგმო რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში „ყირიმის უკანონო ანექსირება.“ ამასთან, განცხადება გმობს რუსეთის მიერ შესრულებულ როლს „უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამოწვევასა და ესკალაციაში, მათ შორის მეამბოხეთა ძალებისთვის იარაღის მიწოდებით და რუსეთის სამხედროების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული საიდუმლო სამხედრო ოპერაციების გზით.“ რუსეთი უარყოფს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში რაიმე როლის შესრულებას. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 2015 წლის ბოლომდე წყვეტს მონაწილეობას ამ პან-ევროპულ ორგანიზაციაში, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გამყარებას. ასამბლეამ რუსეთს მონაწილეობა პირველად 2014 წლის აპრილში შეუჩერა.

XS
SM
MD
LG