Accessibility links

უკრაინაში სეპარატისტები საბრძოლო წარმატებაზე იუწყებიან


აღმოსავლეთ უკრაინაში, პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში ფაქტობრივად ალყაში ჰყავთ მოქცეული სამთავრობო ძალები. სეპარატისტების სამხედრო ლიდერი, ედუარდ ბასურინი ამბობს, რომ ისინი აკონტროლებენ გზატკეცილს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქ დებალცევოს და მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა ადგილებს. უკრაინის არმიის პრესმდივანი, ანდრეი ლისენკო ადასტურებს, რომ დებალცევო ორი მხრიდანაა გარშემორტყმული და აცხადებს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური სროლა „გრადის“ ტიპის დანადგარებიდან. უკრაინის სხვა ოფიციალური პირების ინფორმაციით, სეპარატისტების განცხადებები გაზვიადებულია. დებალცევო ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილიდან, სადაც ბოლო კვირებში გამძაფრდა შეტაკებები. თეთრი სახლი ამ პროცესებს უწოდებს მეამბოხეთა მხრიდან რუსეთის მხარდაჭერით განხორციელებულ შეტევას. კონფლიქტს აპრილის შემდეგ 5,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. კიევი და დასავლეთი აცხადებენ, რომ სეპარატისტთა შეტევა არღვევს სექტემბერში მინსკში მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას. ბასურინის თქმით, მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები ძალაში აღარ არის.

XS
SM
MD
LG