Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფო“ იმუქრება, რომ მოკლავს იორდანიელ პილოტს


ექსტრემისტულმა ჯგუფმა, „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელზეც, როგორც იუწყებიან, ისმის მათი იაპონელი მძევლის, ჟურნალისტ კენჯი გოტოს ხმა. „იუთუბზე“ 29 იანვარს ატვირთულ ჩანაწერში მოლაპარაკე კაცი ინგლისურ ენაზე ამბობს, რომ ექსტრემისტები მოკლავენ მათ კიდევ ერთ მძევალს, იორდანიელ პილოტს, თუკი 29 იანვრის საღამომდე არ გათავისუფლდება ერაყელი ქალი, რომელსაც ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის გამო იორდანიაში სიკვდილი აქვს მისჯილი. თავდასხმა ამანში 2005 წელს მოაწყო თვითმკვლელმა მოიერიშემ და 60 ადამიანი იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG