Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინდია ჯანელიძე: რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება


რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება - ამის შესახებ დღეს თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ. მისივე თქმით, რუსეთი აგრესიას განაგრძობს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართაც და ამის ერთ-ერთი მაგალითია „აფხაზეთთან მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების“ გაფორმება და მოსკოვის გეგმა, ცხინვალის რეგიონთანაც მოაწეროს ხელი მსგავს შეთანხმებას. ჟურნალისტების შეკითხვას, რით უნდა დაეხმაროს საქართველო უკრაინას, მინდია ჯანელიძემ უპასუხა, ქვეყანამ უნდა შეარჩიოს დახმარების ის ფორმები, რისი შესაძლებლობაც სახელმწიფოს აქვს და ამასთან, არ დააზარალებს ეროვნულ ინტერესებს.

XS
SM
MD
LG