Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილმა მიიღო ალექსანდრ ვერშბოუ


საქართველოს მიერ ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესის განსახილველად თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან. სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ვერშბოუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვერშბოუმ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და საერთაშორისო ოპერაციებში დიდი წვლილი შეაქვს, რაც უსაფრთხოების ექსპორტიორ ქვეყნად აქცევს. სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურბალისტებს აცნობა, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე 5 თებერვალს, ბრიუსელში იმსჯელებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები. ბაქრაძის ინფორმაციით, ვერშბოუსთან დღევანდელი შეხვედრისას ისაუბრეს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც და იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს აქვთ რუსეთის მზარდი აგრესიისა და ანექსიის პოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG