Accessibility links

HRW: საქართველოში კვლავ არსებობს კითხვები შერჩევით სამართალზე


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩი“ 29 იანვარს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში საქართველოს შესახებ წერს, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებათა გამო კვლავ რჩება გარკვეული კითხვები შერჩევით სამართალთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით. ამასთან, პრობლემად რჩება სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით ანგარიშვალდებულების ნაკლებობის საკითხი. შეშფოთებას იწვევს აგრეთვე უმცირესობების და ქალების უფლებები. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობა გააღრმავა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით და რატიფიცირებით, რაც მჭიდროდ უკავშირდება პროგრესს ქვეყნის მართვასა და ადამიანის უფლებების დაცვაში.

XS
SM
MD
LG