Accessibility links

logo-print

სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელი: დამრღვევი დემონსტრანტები პასუხს აგებენ


სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ გასპარიანი აცხადებს, რომ პასუხს აგებენ ის დემონსტრანტები, რომლებსაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ ბრალი, რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს ოჯახის მკვლელობის გამო მოწყობილი საპროტესტო გამოსვლების დროს. ეს განცხადება ეწინააღმდეგება დეპუტატების პირობას, რომ დემონსტრანტებს სამართლებრივი დევნა არ შეეხებოდა. სახელმწიფო პოლიციის შეფმა, ვლადიმირ გასპარიანმა ჟურნალისტებს ერევანში 28 იანვარს უთხრა, რომ დემონსტრანტებს პოლიციაში იბარებენ და დაკითხვებს უტარებენ, რათა გაირკვეს, ვინ იყო დემონსტრაციათა ორგანიზატორი. 15 იანვარს ათასობით დემონსტრანტმა მოითხოვა სომხეთისთვის იმ რუსი ჯარისკაცის გადაცემა გასასამართლებლად, რომელსაც ბრალად ედება ერთი ოჯახის შვიდი წევრის დახოცვა ქალაქ გიუმრიში. დემონსტრაცია ძალადობრივი შეხლა-შემოხლით დასრულდა. მმართველი პარტიის დეპუტატებმა, რომლებმაც დემონსტრანტებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდეს, პირობა დადეს, რომ მათ სამართლებრივი დევნა არ შეეხებოდა.

XS
SM
MD
LG