Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბა: აშშ-მა უნდა დააბრუნოს გუანტანამო


კუბის პრეზიდენტი, რაულ კასტრო კუბასა და აშშ-ს შორის კავშირების ნორმალიზაციამდე მოითხოვს აშშ-მა დააბრუნოს გუანტანამოს ყურეში მდებარე ბაზა, მოხსნას ათწლეულების მანძილზე მოქმედი სავაჭრო ემბარგო და ჰავანა ამოიღოს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორების სიიდან. კოსტა-რიკაში გამართულ რეგიონულ სამიტზე კასტრომ განაცხადა, კუბა და აშშ მუშაობენ დიპლომატიური კავშირების სრულად აღდგენაზე, „მაგრამ ეს პრობლემები თუ არ გადაიჭრება, დიპლომატიური დაახლოება აზრს მოკლებული იქნებაო.“ კასტრომ თავისი მოთხოვნები წამოაყენა ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც ჰავანას 35 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი რანგის აშშ-ის დელეგაცია ესტუმრა და კუბის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკება გამართა საელჩოების გახსნის და 1961 წელს გაწყვეტილი კავშირების აღდგენის შესახებ. კასტრომ და აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 17 დეკემბერს ერთდროულად გამოაცხადეს, რომ აპირებენ კავშირების ნორმალიზაციაზე მუშაობას. ობამამ კონგრესს გასულ კვირაში მოუწოდა გააუქმოს სავაჭრო ემბარგო, რომელიც 1962 წელს ამოქმედდა.

XS
SM
MD
LG