Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: უკრაინელი პილოტი სავჩენკო ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს


უკრაინელი პილოტი ქალის, ნადია სავჩენკოს ადვოკატის ინფორმაციით, სავჩენკო, რომელიც რუსეთის ციხეში დეკემბრის შუა რიცხვებიდან შიმშილობს, წონის მნიშვნელოვანი კლების გამო გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. ადვოკატმა ილია ნოვიკოვმა სააგენტო ინტერფაქსს უთხრა, რომ მისი კლიენტი, რომელიც უკვე მეშვიდე კვირაა შიმშილობს, 29 იანვარს გადაიყვანეს მოსკოვის ციხის სამედიცინო განყოფილებაში. სავჩენკოს ბრალად ედება მონაწილეობა ორი რუსი ჟურნალისტის დაღუპვაში. ჟურნალისტები აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს ემსხვერპლნენ. სავჩენკო უკრაინაში ივნისში ჩაიგდეს ტყვედ პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა და ივლისში რუსეთს გადასცეს. პატიმარი თვლის, რომ რუსეთს არ აქვს მისი დაკავების, ან გასამართლების უფლება. ოქტომბერში სავჩენკომ უკრაინის პარლამენტში მოიპოვა მანდატი და ის აირჩიეს უკრაინის წარმომადგენლად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასამბლეის წარმომადგენლები და დასავლეთის ლიდერების რუსეთს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

XS
SM
MD
LG