Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი „მახეს“ უწოდებს რუსეთის ბაზარს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ხელისუფლება „მახედ“ მიიჩნევს რუსეთის ბაზარს. ბერუჩაშვილი ამ საკითხს შეეხო ვაშინგტონში, რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას. მინისტრმა „ძალიან არაპროგნოზირებადი“ უწოდა რუსეთის ბაზარს. „ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო“, განაცხადა ბერუჩაშვილმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას. მისივე თქმით, ბოლო ინფორმაციით, რუსეთს 11 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებში იმყოფება ერთკვირიანი ვიზიტით, რომელიც ითვალისწინებს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, აშშ-ის მთავრობის სხვა წევრებთან და კონგრესმენებთან, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG