Accessibility links

logo-print

ავღანელმა ჯარისკაცმა მოკლა აშშ-ის სამი კონტრაქტორი


ქაბულის სამხედრო აეროპორტში ავღანელმა ჯარისკაცმა მოკლა აშშ-ის სამი კონტრაქტორი და მეოთხე დაჭრა. ავღანეთის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა 29 იანვარს განაცხადა, რომ უცნობია ავღანელი ჯარისკაცის მოქმედების მოტივი. არ არის ინფორმაცია რა ბედი ეწია თავდამსხმელს. ცეცხლსასროლი იარაღით აშშ-ის კონტრაქტორებზე თავდასხმა დაადასტურეს ავღანეთში აშშ-ის ძალებისა და აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა. „ფრანს პრესს“ აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განუცხადა, რომ აშშ-ის კონტრაქტორები ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ავღანეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG