Accessibility links

ჯონ კერი პოლიციამ დააჯარიმა 50 დოლარით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 50 დოლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ბოსტონში მდებარე მისი სახლის წინ მდებარე საფეხმავლო გზა თოვლისგან არ იყო გაწმენდილი. ჯონ კერის ჯარიმა 29 იანვარს გამოუწერეს. სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად საუდის არაბეთში იმყოფებოდა მეფე აბდულას გარდაცვალების გამო. ჯარიმის გამოწერის შემდეგ მალევე კერის წარმომადგენელმა განაცხადა რომ სახლის წინ მდებარე ტერიტორიის გაწმენდა დასრულებულია და რომ ჯონ კერი დაუყოვნებლივ გადაიხდის ჯარიმას. პოლიციის ინფორმაციით, პოლიციელმა, რომელმაც ჯარიმა გამოწერა, არ იცოდა, რომ სახლი ჯონ კერის ეკუთვნოდა. ის კერის მეზობლის სატელეფონო შეტყობინებას გამოეხმაურა.

XS
SM
MD
LG