Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერშბოუ - "ნატოს 28-ვე წევრი მხარს უჭერს მომავალში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას"


30 იანვარს სრულდება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს ვიზიტი საქართველოში. პარასკევს ის მონაწილეობას იღებს „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „ნატო უელსის სამიტის შემდეგ“. ალექსანდერ ვერშბოუ 29 იანვარს შეხვდა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. თავის „ტვიტერის“ გვერდზე ვერშბოუ წერს: „ნატოს 28-ვე წევრი ქვეყანა მხარს უჭერს მომავალში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, მის მიერ ყველა აუცილებელი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში“. ვერშბოუ აგრეთვე წერს: „ნატოსა და საქართველოს აქვთ ძლიერი პარტნიორობა, აქტიური პოლიტიკური დიალოგი და სამხედრო ძალებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა“.

XS
SM
MD
LG