Accessibility links

ავღანელმა ჯარისკაცმა სამი ამერიკელი კონტრაქტორი მოკლა


ავღანელმა ჯარისკაცმა სამი ამერიკელი კონტრაქტორი მოკლა და ერთი დაჭრა ქაბულის სამხედრო აეროპორტში. არ არის ცნობილი, რა იყო მკვლელის მოტივი. ცნობაში არაფერია ნათქვამი, რა ბედი ეწია მას. აშშ-ის მეთაურობით ავღანეთში მოქმედმა საერთაშორისო ჯარმა დაადასტურა ინციდენტი. ავღანეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, გამოძიება დაიწყო; ბოლო წლებში ასეთი "თავისიანის თავდასხმის" არაერთი შემთხვევა აღირიცხა ავღანეთში. ყველაზე გახმაურებული იყო გენერალ-მაიორის, ჰეროლდ გრინის მკვლელობა გასულ აგვისტოში. ასეთ თავდასხმებს მოჰყვა ავღანეთის უშიშროების ძალებთან უცხოელების ურთიერთქმედების შემცირება. საერთაშორისო ძალების მხარდაჭერის მისია, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდა, 12 ათას სამხედროს და ინსტრუქტორს აერთიანებს. მათი ამოცანა ავღანეთის ჯარის გაწვრთნაა.

XS
SM
MD
LG