Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გადაწყვიტა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გადაწყვიტა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიზეზად ის დაასახელა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია ზღვარს, როცა ფასების გაზრდის მნიშვნელოვანი საფრთხე გაჩნდა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეროვნული ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყებს. “გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, ჩარევა კი იქნება თანმიმდევრული და იმ მოცულობის, რაც საჭიროა მაკროეკონიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად" - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. მისი ინფორმაციით, მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება დაბალანსებული, ან უკეთეს, შემთხვევაში, პროფიციტური. გიორგი ქადაგიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკაში დღეს არსებული გამოწვევების ფონზე და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, აუცილებელია დაიწყოს ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ახლებურად დაგეგმვა იმისთვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და უპასუხებდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

XS
SM
MD
LG