Accessibility links

logo-print

აფრიკის კავშირის ახალი თავმჯდომარე ზიმბაბვეს პრეზიდენტი გახდა


აფრიკის კავშირის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს ზიმბაბვეს პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე. 90 წლის მუგაბე, რომელიც განაგებს ზიმბაბვეს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1980 წლიდან, შეცვლის მავრიტანიის პრეზიდენტს, მუჰამედ ულდა აბდელ აზიზს. ამის თაობაზე გამოცხადდა 30 იანვარს აფრიკის კავშირის სამიტზე ორგანიზაციის შტაბბინაში, ადის აბებაში, ეთიოპიის დედაქალაქში. 54 წევრიანი ორგანიზაცის თავმჯდომარეს ყოველწლიურად როტაციის წესით ირჩევენ.

XS
SM
MD
LG