Accessibility links

იუწყებიან, რომ გადაიდო უკრაინაზე სამშვიდობო მოლაპარაკება


კიევი და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ უკრაინის აღმოსავლეთში მომხდარ სისხლიან შეტაკებებში, პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ გადაიდო მინსკში დაგეგმილი მოლაპარაკება უკრაინის კონფლიქტის თაობაზე. დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი, დენის პუშილინი აცხადებს, რომ ლუგანსკელი სეპარატისტების წარმომადგენელთან, ვლადისლავ დეინგოსთან ერთად მინსკიდან მოსკოვში გაემგზავრება. ასეთ ფონზე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა - რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უკრაინას წარმოადგენს - აცხადებს, რომ მზად არის 31 იანვარს მინსკში ჩავიდეს. დღეს უფრო ადრე სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ ალყაში მოაქციეს დონეცკის ოლქის ქალაქი დებალცევო და უკრაინის სამთავრობო ჯარებს მოუწოდეს დაყარონ იარაღი.

XS
SM
MD
LG