Accessibility links

logo-print

პაკისტანში შიიტთა მეჩეთზე თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 56 ადამიანი


პაკისტანის ოფიციალურ პირთა თანახმად, სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა სინდჰის პროვინციაში, შიიტთა მეჩეთზე თავდასხმის დროს. თავდასხმა მოხდა პარასკევის ლოცვისას, 30 იანვარს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის იკისრა სუნიტთა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, ჯუნდალამ. სუნიტი ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს შიიტებს, რომლებსაც ჭეშმარიტ მუსლიმებად არ მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG