Accessibility links

logo-print

უკრაინა სეპარატისტებთან ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებას იმედოვნებს


უკრაინა იმედოვნებს, რომ 31 იანვარს მინსკში გაიმართება სამშვიდობო მოლაპარაკებები პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან, რომლებიც განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთ უკრაინაში. საკონტაქტო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა, რომლიც 30 იანვარს უნდა გამართულიყო მინსკში, გადაიდო დაპირისპირებულ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. სეპარატისტები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელობს მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს. კიევს კი სურს, რომ მინსკში გაემგზავროს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და არა მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები. ლეონიდ კუჩმა თანახმაა შეხვდეს სეპარატისტთა წარმომადგენლებს და იმედოვნებს, რომ მინსკში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომელიც განამტკიცებს სექტემბრის მემორანდუმს და იმ სამშვიდობო გეგმას, რომელიც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და პეტრო პოროშენკომ შეიმუშავეს. პოროშენკომ 30 იანვარს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან საუბარში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტა.

XS
SM
MD
LG