Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გლოვობენ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაღუპულ 61 ადამიანს


პაკისტანში შიიტები მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. 61 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა 30 იანვარს სინდჰის პროვინციაში, შიიტთა მეჩეთზე თავდასხმის დროს. პოლიციის ცნობით თვითმკვლელმა, რომელიც შენობის შუაგულში იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს მოიყვანა მოქმედებაში, როდესაც მეჩეთში პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის იკისრა სუნიტთა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, ჯუნდალამ. სუნიტი ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს შიიტებს, რომლებსაც ჭეშმარიტ მუსლიმებად არ მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG