Accessibility links

logo-print

ორი კაცი დაიღუპა ავღანეთში „შარლი ებდოს“ საწინააღმდეგო აქციაზე


იუწყებიან, რომ ორი კაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა 31 იანვარს ქაბულში გამართული საპროტესტო აქციის დროს, რომლის მონაწილეები გმობდნენ ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოში“ წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნებას. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციაში მონაწილეობდა 500 კაცი, რომლებიც სკანდირებდნენ „სიკვდილი საფრანგეთსა“ და „ისლამის მტრებს“. აქცია ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დემონსტრანტებმა ჯერ საბურავები დაწვეს, შემდეგ პოლიციას ქვები დაუშინეს. შეტაკების დროს ისროდა სროლის დემონსტრანტთა რიგებიდან, რომელთა იდენტიფიცირებას პოლიცია ცდილობს.

XS
SM
MD
LG