Accessibility links

უკრაინაში წუხელ შეტაკებებში 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 15 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 33 დაიჭრა, - ამის თაობაზე ინფორმაცია სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ ბრიფინგზე წაიკითხა. დონეცკის ოლქის ქალაქ დებალცევოს დაბომბვას კი პარასკევს სამი ადგილობრივი მოქალაქე შეეწირა. ქალაქიდან და მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან კი ევაკუირებულია ათასამდე ადამიანი. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა თავის მხრივ იუწყება, რომ უკრაინის მხრიდან საარტილერიო დაბომბვის შედეგად დონეცკის გარეუბანში ორი კაცი დაიღუპა. მანამდე სეპარატისტთა სამხედრო სარდლობა ამტკიცებდა, რომ ალყაში მოაქციეს უკრაინული დაჯგუფება ქალაქ დებალცევოში. თუმცა, უკრაინის სამხედრო სარდლობა ამ ინფორმაციას უარყოფს. დამოუკიდებელი წყაროების თანახმად, ბრძოლების ეპიცენტრია ქალაქი უგლეგორსკი, რომელიც დებალცევოს გვერდით მდებარეობს.

XS
SM
MD
LG