Accessibility links

logo-print

მინსკში საკონტაქტო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ


უკრაინის, რუსეთის, ეუთოსა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები 31 იანვარს მინსკში შეიკრიბნენ, სადაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი უნდა გაიმართოსა. მინსკში იმყოფებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთის ფედერაციის ელჩი უკრაინაში მიხაილ ზურაბოვი, ეუთოს წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი. მინსკში 31 იანვარს ჩავიდა უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ხელისუფლებების ორი წარმომადგენელი. თუმცა, მათ შორის არ არიან ალექსანდრე ზახარჩენკო და იგორ პლოტნიცკი, რომლებმაც სექტემბერში წინა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით მათი ჩამოუსვლელობის გამო, შესაძლოა მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღოს და უკან კიევში გაემგზავროს ლეონიდ კუჩმა, რომელიც მხოლოდ სეპარატისტთა უმაღლეს წარმომადგენლებთან აპირებდა შეხვედრას.

XS
SM
MD
LG