Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა გფრ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიხარდ ფონ ვაიცზეკერი


შაბათს 94 წლის ასაკში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი რიხარდ ფონ ვაიცზეკერი გარდაიცვალა. ქრისტიან-დემოკრატი ვაიცზეკერი 1984-1994 წლებში ხელმძღვანელობდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. გერმანიის ერთ-ერთი თვალსაჩინო არისტოკრატიული ოჯახის წევრი და მეორე მსოფლიო ომში ვერმახტის ოფიცერი, 1990-წელს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. ცნობილია ვაიცზეკერის მიერ 1985 წელს, მეორე მსოფლიო ომის 40-ე წლისთავზე წარმოთქმული სიტყვით, რომელშიც პრეზიდენტმა გერმანელებს ჰოლოკოსტის გამო პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდა. ვაიცზეკერი მიიჩნევდა, რომ 1945 წლის 8 მაისის კაპიტულაციით გერმანია განთავისუფლდა.

XS
SM
MD
LG