Accessibility links

logo-print

მინსკში უშედეგოდ დასრულდა საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა


მინსკში დასრულდა უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგების საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც უკრაინის, რუსეთის, ეუთოსა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ვლადასილავ დეინეგომ, მონაწილეებს მოლაპარაკების შედეგების შესახებ დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერიათ. მინსკში იმყოფებოდნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთის ფედერაციის ელჩი უკრაინაში მიხაილ ზურაბოვი და ეუთოს წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი. კიევში იმედოვნებდნენ, რომ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს, რომელიც განამტკიცებდა სექტემბრის მემორანდუმს და იმ სამშვიდობო გეგმას, რომელიც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და პეტრო პოროშენკომ შეიმუშავეს. პოროშენკომ 30 იანვარს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან საუბარში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტა.

XS
SM
MD
LG