Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტებმა სიკვდილით დასაჯეს კიდევ ერთი იაპონელი მძევალი


ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა სიკვდილით დასაჯეს იაპონელი მძევალი, ჟურნალისტი კენძი გოტო. მძევლის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეო ექსტრემისტებმა ინტერნეტით 31 იანვარს გაავრცელეს. ერთი კვირის წინ ექსტრემისტებმა სიკვდილით დასაჯეს კიდევ ერთი იაპონელი მძევალი მას შემდეგ, რაც იაპონიის მთავრობამ არ შეასრულა გამტაცებელთა მოთხოვნა გამოსასყიდის გადახდის თაობაზე. „ისლამური სახელმწიფის“ მიერ მისი მოქალაქეების სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციას საკუთარი წყაროებით ამოწმებს იაპონიის ხელისუფლება. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა 1 თებერვალს განაცხადა, რომ „ტოკიო უკან არ დაიხევს ტერორისტების წინაშე“ და გააგრძელებს ბრძოლას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ექსტრემისტებს მძევლად ჰყავთ იორდანელი მფრინავი მუატ ალ კასასბი, რომლის ოჯახმა მოუწოდა იორდანიის მთავრობას, რათა მოლაპარაკებები გამართოს „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG