Accessibility links

logo-print

უკრაინამ წუხელ 13 ჯარისკაცი დაკარგა სეპარატისტებთან ბრძოლაში


მინსკში გამართული უშედეგო მოლაპარაკების ფონზე, კვლავ გრძელდება ბრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც წუხელ 13 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, 1 თებერვალს სეპარატისტებმა კვლავ განაახლეს შეტაკებები, რის შედეგადაც 20 უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა. თავის მხრივ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები იუწყებიან, რომ უკრაინის არმიის მიერ განხორციელებულ საარტილერიო დაბომბვას წუხელ ექვსი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა დონეცკსა და ლუგანსკში.

XS
SM
MD
LG