Accessibility links

logo-print

ორ ქართველ ელჩი თანამდებობას დატოვებს


შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე თანამდებობებს დატოვებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ როტაციის ვადა ამოეწურათ და სამშობლოში დაბრუნება ისურვეს. მალხაზ მიქელაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მექსიკაში 2010 წლის დეკემბერში დაინიშნა. კონსტანტინე ქავთარაძე კი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფუნქციას 2011 წლის ივნისიდან დღემდე ახორციელებს. დააკმაყოფილებს თუ არა მთავრობის წარდგინებას ელჩების გათავისუფლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG