Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთმა მებრძოლებმა საბოლოოდ გაანთავისუფლეს ქალაქი კობანი


ქურთთა სამხედრო ფორმირებებმა აშშ-ის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით საბოლოოდ განდევნეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კობანიდან, რომელსაც ექსტრემისტები გასული წლის ზაფხულიდან აკონტროლებდნენ. ამის თაობაზე ექსტრემისტების წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციური ჯარების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯეიმს ტერიმ განაცხადა. ქალაქ კობანის განთავისუფლებას უმნიშვნელოვანესი უწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და დასძინა, რომ ექსტრემისტები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ ეს მარცხი. ისლამისტური საინფორმაციო სააგენტო აამაყის მიერ 30 იანვარს გავრცელებულ ვიდეოფირზე, ორი ექსტრემისტი საუბრობენ იმის თაობაზე, რომ კობანიში მათი დამარცხების მთავარი მიზეზი კოალიციის ავიაიერიშები გახდა.

XS
SM
MD
LG