Accessibility links

logo-print

ალ ჯაზირის რეპორტიორი ეგვიპტის ციხიდან განთავისუფლდა


პეტერ გრისტი, ტელეკომპანია ალ ჯაზირას რეპორტიორი 1 თებერვალს საპატიმროდან განთავისუფლდა და სულ მალე ეგვიპტე თვითმფრინავით დატოვა. უმსხვილესი ტელეკომპანიის ავსტრალიელი ჟურნალისტი 2013 წლის დეკემბერში, მის ორ კოლეგასთან მოჰამედ ფამისთან და ბაჰირ მოჰამედთან ერთად ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ალ ჯაზირა მიესალმა გრისტის განთავისუფლებას და განაცხადა, რომ არ „მოისვენებს მანამ, სანამ ბაჰირისა და მოჰამედის გათავისუფლებასაც არ მიაღწევს.“ მათ 7 და 10 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი. 2013 წელს, ეგვიპტის ისლამისტი პრეზიდენტის, აკრძალული პარტია „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერის მოჰამედ მორსის დამხობის შემდეგ ალ ჯაზირის ჟურნალისტებს ისლამისტებთან კოლაბორაციონიზმში დასდეს ბრალი.

XS
SM
MD
LG