Accessibility links

logo-print

მაუწყებლობა დაიწყო ახალმა არაბულმა ტელეარხმა


1თებერვალს მაუწყებლობა დაიწყო ახალმა არაბულმა ტელეარხმა, რომლის შტაბი ბაჰრეინში მდებარეობს. ტელეარხ „ალარაბის“ პირველი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ისტორია იყო ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იაპონელი მძევლის, კენძი გოტოს სიკვდილით დასჯა. არხის გენერალური მენეჯერის ჯამალ ხაშოგის განცხადებით, ტელეკომპანიას არ ექნება პოლიტიკური პლატფორმა და მხოლოდ ზუსტ და მიუკერძოებელ ინფორმაციებს გაავრცელებს. „ალარაბის“ საუდელი არაბი მილიარდელი და სამეფო ოჯახის წევრი პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი აფინანსებს. არაბულენოვან ტელებაზარზე „ალარაბი“ მეორე მოთამაშეა ტელეარხ „ალ ჯაზირას“ შემდეგ, რომელმაც 19 წლის დაიწყო მაუწყებლობა.

XS
SM
MD
LG